ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დაიღუპა. შემზარავი ტრაგედია გლდანის მეორე მიკრორაიონში დატრიალდა, სადაც ოჯახმა ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავა. მეზობლები ყვებიან, რომ მათთან დაკავშირებას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ბოლოს ბინაში მაშველები, შევიდნენ, რომლებსაც დედა, მამა და სამი ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ანთებული და ღია იყო გაზქურის ღუმელი, რის გამოც, საცხოვრებელ ფართში CO დაგროვდა. დღეს მომხდარს ენერგოომბუდსმენი გამოეხმაურა და თქვა, რომ უბედური შემთხვევა ქსელის გაუმართაობას არ უკავშირდება. სალომე ვარდიაშვილმა მოსახლეობას წესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.