ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის

1918 წელს ბრიტანელმა ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება პირველად მოიპოვეს. რკინის ლედის სამშობლოში, რომელსაც ქალი პრემიერ-მინისტრი მართავს და რომელსაც  ელისაბედ მეორის სახით დედოფალი ჰყავს,  ქალები გენდერული თანასწორობისთვის იბრძვიან. ბიბისის თანამშრომლის პროტესტს, როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, მისი რამდენიმე კოლეგაც უერთდება. გაერთიანებული სამეფო არ არის პირველი, სადაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს აპროტესტებენ. ეს თემა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ბოლო ცერემონიალზეც აქტუალური იყო.