ბრალის წარდგენა

პროკურატურამ, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 პირი  საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდა  ქურდულ გარჩევებსა და ქურდულ შეკრებებში. ისინი   დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 პირი:  საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდა აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ.  „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის.  ასევე  ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ორ   მსჯავრდებულს. გამოძიების ინფორმაციით ისინი ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრებს   ქურდული გარჩევის მოწყობას სთხოვდნენ.   პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.