ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე წარედგინა ბრალი 31 წლის მამაკაცს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდასხმის საქმეზეა დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის ლევან ზურაბიშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას, დანაშაულის ჩადენის პროცესში. აღკვეთის ღონისძიებაზე კი, სასამართლო ხვალ იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე მის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ბრალდება კი პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. ზურაბაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებული ჯერ ისევ დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გეგმავს კონკრეტული განცხადებას გაკეთებას, რაც არ არის გამორიცხული ბრალდებულმა ხვალ სასამართლო პროცესზე გაახმოვანოს.