ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პროდუქციის პრეზენტაცია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პროდუქციის პრეზენტაცია გამართა. სააგენტომ სოციალური პროექტის ფარგლებში საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მესამე კანონიკური წიგნი, „წიგნი ლევიტელთა“ და რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური კალენდარი საჩუქრად გადასცა. რელიგიის სააგენტომ უკვე გამოსცა ბიბლიის პირველი და მეორე თავი „დაბადება“ და „წიგნი გამოსვლათა“. სააგენტო მეხუთე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს და ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს.