თანამშრომლობის მემორანდუმი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბავშვთა ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში „იუნისეფი“ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ითანამშრომლებენ რელიგიურ ლიდერებთან, მოაწყობენ თემატურ შეხვედრებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებათა შესახებ რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლებას და ბავშვის უფლებათა დაცვის საქმეში, მათი როლის გაზრდას.