სოციალური პროექტი 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური წიგნის, „წიგნი გამოსვლათა“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები და უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა პანსიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სააგენტო უკვე მეოთხე წელია ახორციელებს სოციალურ პროექტს და ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერ-რელიგიურ კალენდარს.