ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოიცა. ის საჩუქრად უსინათლოთა კავშირს გადაეცა. ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან ონლაინშეხვედრა გამართა.