სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს უსინათლოთა და მცირე მხედველთა პრობლემებზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უსინათლოთა კავშირს და მოწვეულ სტუმრებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ,,საქართველოს კონსტიტუცია“ გადასცა. უსინათლოთა კავშირს კი, დამატებით ორი პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

დატოვე კომენტარი