ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნა ბოდბეში. წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან ერთად აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ, წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისიც გადაიხადეს. წირვის ბოლოს მეუფეებმა მრევლს ნინოობა მიულოცეს და იქადაგეს.