ვაქცინაციის პროცესი კახეთში

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისა და მოქალაქეების დახმარების მიზნით, სამხედრო ექიმები რეგიონებში ვიზიტს განაგრძობენ. სპეციალური ჯგუფი ამჯერად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი ამ დასახლებებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება.