ბიზნესსექტორი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს შეხვდა

ბიზნესსექტორი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს შეხვდა. კერძო სექტორმა თამარ ქალდანისგან მიიღო ინფორმაცია პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსა და საკანონმდებლო სიახლეებზე.

აუდიენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.