ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა ახლიდან განისაზღვრება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა ახლიდან განისაზღვრება, შესაბამისი კვოტები უკვე გადანაწილდა და დღეს ბიუროს წარედგინება. აღნიშნული საკითხის გარდა, მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტების ინიცირებაც მოხდება, მათ შორის იმ ინიციატივის, რომელიც საინვესტიციო ფონდების მუშაობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.