2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი ხვალიდან კომიტეტების ფორმატში იწყებს. დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. აღნიშნული დაგეგმილზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. მთავრობის ახალი პროგნოზით, წელს ეკონომიკა 6 პროცენტის ნაცვლად, 8,5 პროცენტით გაიზრდება.
პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 266 მილიონი ლარით მოიმატებს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაფინანსება გაიზრდება სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ძალოვანი უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებისთვის.