ცესკო-ს ფორმირების წესი - ცვლილებების განხილვა

პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მოქმედი წესის ცვლილებას ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებიან. საკომიტეტო განხილვას ოპოზიციის ნაწილი და პრეზიდენტის მდივანიც ესწრებიან. ცვლილებებზე მსჯელობა კომიტეტის ფორმატში რამდენიმე წუთში დაიწყება. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს.