ბირთვული შეთანხმების დეტალები

გავა თუ არა შეერთებული შტაბები ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან.

თეთრი სახლის პასუხამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ვაშინგტონის შენარჩუნების მიზნით,  მზად არიან არსებული შეთანხმების საფუძველზე, გააფორმონ ხელშეკრულების გაუმჯობესებული ვერსია, სადაც აშშ-ს კრიტერიუმებიც იქნება გათვალისწინებული, თუმცა ირანი უარზეა. ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე აქტიურდება ისრაელი. ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს ტყუილსა და ფარულ ქმედებებში ადანაშაულებს.