ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის, ზავის შესახებ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რაფაჰის ჩრდილოეთით ბევრი თავისუფალი სივრცეა ევაკუაციისთვის, რადგან ისრაელი ხან იუნისში ოპერაციებს მალე დაასრულებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პალესტინასთან შეთანხმების მიღწევის გზებზეც ისაუბრა.