ქნესეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა დაამტკიცა

ქნესეთმა დაამტკიცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდში“ აცხადებენ, რომ 120 დეპუტატიდან 99-მა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას. ასევე, ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა მიღწეულიყო და არა – საერთაშორისო დიქტატით. ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა, რომელმაც ხმა მისცა რეზოლუციას, დეპუტატებს განუცხადა, რომ მიუხედავად მისი მხარდაჭერისა, არ სჯერა, რომ ამერიკულ მხარეს ჰქონდა რაიმე განზრახვა, ცალმხრივად ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო.