ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის პრიორიტეტია „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ხან იუნისში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ და ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის. „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 135 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს. „ჰამასის“ წინადადების თანახმად, თითოეული ეტაპი 45-დღიანია, თუმცა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვება ახლოს არის და უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ შეთავაზება.

მისი თქმით, „ჰამასის“ მოთხოვნების მიღება და დამორჩილება კატასტროფას გამოიწვევს.