ჰააგის პროკურორის მოთხოვნა - საერთაშორისო გამოხმაურება

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნა ისრაელის პრემიერის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ, უთანხმოების საგანი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჰააგის სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. განსხვავებული პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც აცხადებენ, რომ ფუნდამენტურად უარყოფენ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებასაც განიხილავენ. როგორია საერთაშორისო გამოხმაურება და თავად ისრაელის პრემიერის პოზიცია – ლევან ახალაია განავრცობს თემას.