ვინ არიან სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები, ამ დრომდე უცნობია. რაც შეეხება ერთ დაკავებულს, მას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.
პარალელურად კი ცნობილია, რომ დაკითხვაზე მყოფმა სახლის მეპატრონემ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.
სწორედ ასლანბეგ ჯაბრაილოვის ბინა ჰქონდათ ნაქირავები ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა.
რა ვერსიებზე საუბრობენ ადგილობრივები და რა განცხადებები კეთდება – ჟანა დიდებაშვილი პანკისის ხეობიდან.