ბექა ნაცვლიშვილმა დღეს შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სესიაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართება.
იმ შემთხვევაში თუ საკითხის განხილვა დღეს ვერ მოესწრო, კანონპროექტზე მსჯელობა ხვალინდელ სხდომაზე გადაინაცვლებს.
ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალშემოსავლიანი პირები პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს მიიღებენ. ასევე, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, პენსიაზე ხუთი წლით ადრე გავიდნენ.