#არჩევნები2020 ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ნამახვან-ჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მისვლას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, „ნამახვან-ჰესზე“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს.