ბექა ნაცვლიშვილი შრომის ინსპექტირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს
ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მომხდარ შემთხვევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ეხმაურება. დეპუტატი შრომის ინსპექტირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს და შესაბამისი კანონის საგაზაფხულო სესიებზე მიღებას აანონსებს, თუმცა მანამდე ნაცვლიშვილი ზედამხედველ ორგანოებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
საკანონმდებლო ორგანოში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება 2017 წლის 1 ივნისს მოხდა, რასაც წინ უძღოდა მაისში ტყიბულის შახტაში ოთხი დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტი.