ოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს ორი ცივი იარაღი იყო გამოყენებული.
იარაღი ფიგურირებს 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ იმ ინციდენტშიც, რომელიც დანაშაულს უძღოდა წინ. ფაქტია, რომ არასრულწლოვნებისთვის იარაღის სხვადასხვა სახეობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო.
სოფო ზედელაშვილი არკვევდა, რამდენად მარტივად შეუძლიათ მოზარდებს იარაღის ყიდვა და, ზოგადად, რა უწყობს ხელს მოზარდებში აგრესიული ფონის ზრდას.