ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

დაპირისპირებაა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო, დევნიდნენ.

შავაძე სწორედ თავმჯდომარესთან დაპირისპირებას უკავშირებს უვადო მოსამართლეობაზე იუსტიციის საბჭოს უარს. შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მის მხარდასაჭერად ადვოკატები ხელმოწერებს აგროვებენ.