ოთხი წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოთხი წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, სარა მირბობოიევამ მეგობრის შვილი ორი თვის წინ, აეროპორტის მიმდებარედ ნაქირავებ ბინაში ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციაში თავად მიიყვანა. მოსამართლემ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესს ესწრებიან ბავშვის ძიძის ოჯახის წევრები. ისინი ბრალდებულის მეგობრის დაკავებასაც ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, მკვლელობის ფაქტს შეესწრო. მათივე განმარტებით, მცირეწლოვანს ორივე მათგანი სასტიკად გაუსწორდა.