დასკვნითი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

15:22, 12.09.2019

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროცესი ორი წელია მიმდინარეობს. მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ შეთანხმების იმედი აღარ აქვს, თუმცა მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართა, ხომ არ ჰქონდათ კიდევ რაიმე მოსაზრება და არგუმენტები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

მსგავსი