დაკავებულების ადმინისტრაციული პროცესი

ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გუშინ საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული პირების ახლობლები, სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. მიზეზი გვიან ღამით განხორციელებული დაკავებები გახდა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცველები კი აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას. პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან, შვიდს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 1000 ლარი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, 2000 კი, გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციის დარღვევის გამო. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, დაკავებულები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ამ წუთებში სასამართლოში კიდევ ორი დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს.

მოამბე