ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა

სასტუმრო „ლეოგრანდი“ იგივე „ველმონდი“ მუშაობის შეჩერებას არ აპირებს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს.

სასტუმროსა და სამორინესთვის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა. უწყების ინფორმაციით გასული წლის 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აღნიშნულ ობიექტში შემოწმება სამჯერ ჩატარდა. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობაც არ შესრულდა. ამ ინფირმაციას უარყოფს სასტუმროს მენეჯმენტი. მათი განცხადებით, მიღებული რეკომენდაციებიდან ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია 41 პუნქტი. დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება კი ეტაბორივად განხორციელდება.

სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუმრების უსაფრთხოება დღეს სრულად არის დაცული. განხორციელებული სამუშაოები დღეს მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინეს.