ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ ექვს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს შენობასთან აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა მილიონ 370 ათას 76 ლარი. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი