თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობს. დარეგისტრირების პროცესი 12 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის 15 ათასი თავისუფალი ადგილიდან 11 ათასია შევსებული. მათგან 4 ათასი ბავშვი რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა, დღეს კი, საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან სამ საათში 7 ათასზე მეტი ადგილი შეივსო. მშობელთა ნაწილის თქმით, რეგისტრაციის პირველ წუთებში ბაგა-ბაღების სააგენტოს საიტი ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს. სააგენტოში ტექნიკური პრობლემების არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რეგისტრაციის პირველივე წუთიდან ამ დრომდე, პროგრამაში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა.