ბაგა-ბაღების ნაწილი იხურება 

თბილისში ამ წუთისთვის 25 საბავშვო ბაღი დაკეტილია. ინფიცირების ფაქტები გამოვლინდა როგორც აღსაზრდელების, ასევე პედაგოგებისა და ბაღების თანამშრომელთა შემთხვევაში. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, უახლოეს დღეებში, კორონავირუსზე ტესტირებები დაიწყება.

 

დატოვე კომენტარი