ღვინის ხარისხის კონტროლი მკაცრდება

21:50, 20.11.2026

ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ღვინის ხარისხის კონტროლი მკაცრდება. უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით მომავალი კვირიდან დაიწყება. შედეგად, ღვინის ეროვნულ სააგენტო, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ საექსპორტო პროდუქციას ამოწმებს, საქართველოში სარეალიზაციოდ გამოტანილ ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასაც გააკონტროლებს. მონიტორნიგს დაექვემდებარებიან სავაჭრო ქსელები, მაღაზიები, ღვინის საწარმოები და ყველა ის ობიექტი, სადაც ღვინო იყიდება. მიზანი ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის რეგულაციებთან ქართული ღვინის სექტორის მაქსიმალური ჰარმორნიზაციაა.

მსგავსი