გაზის მოწყობილობების უსაფრთხოება – რეკომენდაციები

21:16, 20.11.2026

ძლიერი აფეთქება, რომელმაც კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად დაანგრია, მეორე კი მნიშვნელოვნად დააზიანა. ფონიჭალაში მომხდარმა, ბუნებრივი აირის მოხმარების, გამათბობლების მონტაჟისა და უსაფრთხოების სტანდარტების გარშემო დისკუსია გაააქტიურა. თუ ამ დრომდე მთავარი აქცენტი CO-ს გაჟონვის პრევენციაზე კეთდებოდა, გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება გაზის დაგროვების მიზეზებს, გაჟონვის პრევენციის მეთოდებს და დეტექტორების საჭიროებას ეთმობა.

სპეციალისტების უმთავრესი რეკომენდაციაა ბინაში ბუნებრივი აირისა და სასიკვდილო ნამწვის კომბინირებული დეტექტორების დაყენება. გაჟონვის შემთხვევაში მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს და სპეციალური სარქველი ავტომატურად კეტავს გაზის მიწოდებას. რეკომენდაციების შორისაა საკვამლე და სავენტილაციო არხების ხშირი შემოწმებაც.

რა უნდა ვიცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად – სპეციალისტების რჩევები.

მსგავსი