ტრაგედია ფონიჭალაში – 22 ნოემბერი გლოვის დღეა
სასწაულებრივად გადარჩენილი ერთი სიცოცხლე, ექვსი დაღუპული და დაშავებულები — ფონიჭალაში მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ნანგრევებიდან რვა-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად უვნებლად ამოყვანილი სამი წლის თაია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკაშია კიდევ ერთი მცირეწლოვანი. ორივე ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
დაშვებულები პრემიერმა დღეს პირადად მოინახულა. კრიტიკულად მძიმეა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. 31 წლის მამაკაცს სხეული 87%-იანი დამწვრობა აქვს.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რა გახდა ძლიერი აფეთქების მიზეზი? წინასწარი ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, ამ კითხვას ზუსტი პასუხი, ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს.