ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების გადაწყვეტილება

21:05, 20.11.2026

აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28-ვე ოჯახს ახალ ბინებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გადასცემს. როგორც ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ სამძიმრის წერილში წერს, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები უყიდოს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი მეუღლე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავენ და გარდაცვლილთა ოჯახებსა უსამძიმრებენ. „ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

მსგავსი