თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაციის გავლა მსურველებს ელექტრონულად ვებგვერდზე კიდს.ორგ.გე-ზე შეეძლებათ.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები. წელს თბილისის ბაღებში 3000 აღსაზრდელით მეტს ელოდებიან, რაც ჯამში 15 000 შეადგენს.

რეგისტრაციის მეორე  ეტაპი 22 ივნისს 12 საათზე დაიწყება. შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.

დატოვე კომენტარი