რეგისტრაცია ბაგა-ბაღებში

თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით 185 საჯარო ბაღი წელს 14 ათასი ბავშვის მიღებას შეძლებს. სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემრიდან იგეგმება. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. კახა გვანცელაძის ინფორმაციით, ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის თანახმად დაიცავენ.

რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი პრიორიტეტული კატეგორიის ბავშვების რეგისტრაციას გულისხმობს და ეს პროცესი დღეს დაიწყო. საყოველთაო რეგისტრაცია კი 19 ივნისს დაიწყება.