ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობს. დარეგისტრირების პროცესი 12 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის 15 ათასი თავისუფალი ადგილიდან 11 ათასია შევსებული. მათგან 4 ათასი ბავშვი რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა, დღეს კი, საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან სამ საათში 7 ათასზე მეტი ადგილი შეივსო.  მშობელთა ნაწილის თქმით, რეგისტრაციის პირველ წუთებში ბაგა-ბაღების სააგენტოს საიტი ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს. სააგენტოში ტექნიკური პრობლემების არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რეგისტრაციის პირველივე წუთიდან ამ დრომდე, პროგრამაში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი