სწავლის დაწყება ბაღებში

თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა. ასევე შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესიც. თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სათამაშოები რომლებიც არ ექვემდებარება დეზინფექციას, სააღმზრდელო დაწესებულებაში არ დაიშვება. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებში, „კოვიდ-19“ რვა ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდა, თუმცა ეს 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესის დაწყებაზე არ იმოქმედებს. მისივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ცენტრის მიერ გაცემულია თანხმობა თბილისში ყველა ბაგა-ბაღის გახსნაზე.

დატოვე კომენტარი