ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა გენერალურ პროკურატურას ვიდეომასალა გადასცა. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ვიდეომასალა შეეხება თათბირს, რომელზე მისი თქმით, ია კერზაიას საქმიანობის შესწავლის საკითხი გადაწყდა და რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ესწრებოდა.

შენგელია ითხოვს საქმეში მონაწილე პირების და მათ შორის გიორგი გახარიას დროულად დაკითხვას.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.