თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა.
საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერით გაჟღერებულ ინფრმაციაზე, სადაც საუბარი იყო, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის პირადი მასალები მოიპოვა. ადვოკატის განცხადებით, ქაშიაშვილი რაიმე ინფორმაციის მიწოდებას უწყებისთვის არ აპირებდა.