აღკვეთის ღონისძიება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ოპერატორსა და მის ასისტენტზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ველიჯანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. სასამართლოში უკვე მიიყვანეს ბრალდებული, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ველიჯანაშვილს, პროკურორის განცხადებით, ბრალად ედება მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა. ის 18 მარტს დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა ველიჯანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.