ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორების აქცია

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა 26-მა ოპერატორმა ტელევიზიის ეზოში აქცია გამართა.

აქციაზე ოპერატორებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელმძღვანელობას მათთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდეს. ოპერატორებმა აღნიშნეს, რომ მენეჯმენტმა სრულად უარყო მათი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა. თუმცა მათივე თქმით, ისინი მზად არიან ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის. ოპერატორები ხელფასის მატებას ითხოვენ. აქციაზე მათ სოლიდარობის ნიშნად, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კოლეგები შეუერთდნენ. მანამდე, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ოპერატორებმა სამი დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად, გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა მოჰყვა“.