თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს. „ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.