ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, სანაპიროზე. ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები. ავარიისას ოთხი მანქანა დაზიანდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის.