მართვის მოწმობის აღების ახალი წესი

სექტემბრიდან მართვის მოწმობის აღება კიდევ უფრო რთულდება.

პრაქტიკულ დროში გამოცდის ჩაბარების მოთხოვნის შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი ვალდებულება – მომავალმა მძღოლმა ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უნდა უპასუხოს. საგამოცდო პროცესს 20 დავალება დაემატება, საიდანაც მართვის მოწმობის მიღების მსურველს ორ შეკითხვას დაუსვამენ. გამოცდის გამკაცრების მიზნად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება, თუმცა ცვლილების მიმართ შენიშვნები აქვთ სფეროს სპეციალისტებს.