ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავებულია 13 პირი, მათ შორის ორი მძღოლი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.