ავტოსაგზაო შემთხვევა ანანურში

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ანანურში. სატვირთო ავტომობილი ანანურის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ სავაჭრო ჯიხურებს დაეჯახა. უზბეკეთის ნომრებით მოძრავი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. მძიმედ დაშავდა 45 წლამდე ქალი, რომელიც სავაჭრო ობიექტთან იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, შეჯახებამდე მძღოლი საყვირის გამოყენებით გამაფრთხილებელ სიგნალს აძლევდა. მათი განცხადებით, მანქანას, სავარაუდოდ, მუხრუჭებმა უმტყუნა და მძღოლმა სატვირთოს დამორჩილება ვეღარ შეძლო. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.